„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ფიცი დადეს, ხოლო ირანელი ხალხი პირობას დებს, რომ ყველაფერს გაიღებს ამ ომში გამარჯვებისთვის“ - ისმაილ ბაღაი

ისმაილ ბაღაი

 ქვეყნის დაცვის პირობას დებს თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ირანი ომის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს და ამაში მათ ხელს ვერაფერი შეუშლით.

"გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, თუმცა ახლა დადგა დრო, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ნებისმიერი მცდელობა, რომ ყურადღება გადაგვატანინონ, ან გზა აგვირიონ, უარყოფილი იქნება.

სიცრუე ყოველთვის იყო ჩვენი მტრის სამოქმედო ტაქტიკა. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ფიცი დადეს, ხოლო ირანელი ხალხი პირობას დებს, რომ ყველაფერს გაიღებს ამ ომში გამარჯვებისთვის", - განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ.