მამაკაცებმა დაასახელეს თვისებები, რომელიც ქალებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

კამათი

მამაკაცებმა ისაუბრეს ქალების იმ ჩვევებზე, რომლებიც მათ საპირისპირო სქესში ყველაზე მეტად არ მოსწონთ. საკუთარი დაკვირვებები მათ Reddit-ის ფორუმზე გააზიარეს.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააკრიტიკა ის ქალები, რომლებიც სოციალური ქსელებით არიან შეპყრობილნი.

„ვხვდებოდი გოგონას, რომელიც ცხოვრების ყოველ ნაბიჯს სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა. მასთან ყოფნა შეუძლებელი იყო, მთელი დრო ფოტოებს ვიღებდით და პოზირებაში ვატარებდით.“

მამაკაცები ამბობენ, რომ აღიზიანებთ ასევე ქალები, რომლებიც მამაკაცების მხრიდან გაზრდილი ყურადღებით იწონებენ თავს.

„ერთხელ პაემანზე ვიყავი გოგოსთან, რომელიც ტრაბახობდა, რომ სხვადასხვა ბიჭები მუდმივად წერდნენ და კოლეგები გამუდმებით პაემანზე იწვევდნენ. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ ყავა მომეწონა, მაგრამ მასთან შეხვედრას აღარ გავაგრძელებდი. ის მარწმუნებდა, რომ ცოტათი გადააჭარბა და სინამდვილეში ასე არ იყო“.

კიდევ ერთმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებით არ მოსწონს ჩვევა, როცა პარტნიორი ყველა პრობლემაში მას ადანაშაულებს.

„თუ რაღაცა არ მოსწონს და ნერვიულობს ჩემი ბრალია. თუ მე ვნერვიულობ მის გამო, ისევ ჩემი ბრალია. სასაცილოა, უბრალოდ.“

ასევე ბევრს აღიზიანებს მუდმივი მოთხოვნა მოწონებასა და ყურადღებაზე.

„ეს აუტანლად გამაღიზიანებელია და ურთიერთობებისთვისაც საშიში.“.

თუმცა მამაკაცები ასევე აღიარებენ, რომ მათაც სავარაუდოდ ბევრი ცუდი ჩვევა აქვთ და საინტერესო იქნება მათი დანახვა ქალების თვალით.