1767982195
იოჰან ვადეპული: ირანის რეჟიმმა ფაქტობრივად დაკარგა ლეგიტიმურობა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ირანის მთავრობამ „ლეგიტიმურობა დაკარგა“.
ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ ის ირანის საკითხს ვაშინგტონში ყოფნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად განიხილავს.
„ხალხი აპროტესტებს ამ რეჟიმს. რეჟიმმა, რომელიც თიშავს ინტერნეტს, რომელიც ზღუდავს კომუნიკაციის უფლებას, ფაქტობრივად დაკარგა ლეგიტიმურობა. მათ ეშინიათ საკუთარი მოსახლეობის“, – აცხადებს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში.












