ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.

„ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ. ყველაფერი სრულად შეთანხმებულია“, - განაცხადა მან ოვალურ კაბინეტში.

„ჩვენ გვაქვს სრულად შეთანხმებული [დოკუმენტი], მაგრამ ისინი დროს წელავენ და წელავენ, და ამბობენ: „კარგი, მოდი კიდევ რამდენიმე დღე მივცეთ“. დროს იმიტომ წელავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია“, - დასძინა მან.