ტრამპი აცხადებს, რომ, თუ კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმება დაირღვევა, ვაშინგტონი უფლებას იტოვებს, ის სამხედრო წესით დაიცვას

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან.

საუბრის მთავარი თემა დიეგო გარსიას კუნძული იყო. ტრამპი აცხადებს, რომ, თუ კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმება დაირღვევა, ვაშინგტონი უფლებას იტოვებს ის სამხედრო წესით დაიცვას.

ცნობისათვის, კუნძული დიეგო გარსია ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან კუნძულზე დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო ბაზა არსებობს.