ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი, ტელეარხ ТНТ-ს დირექტორი და პუტინის აქტიური მომხრე თინა კანდელაკი, რომელიც არ ერიდება მკვეთრი განცხადებების გამოთქმას, ამჯერად სხვა მიზეზით აღმოჩნდა პრესის ყურადღების ცენტრში.
როგორც გაირკვა, 47 წლის ასაკში მესამე შვილის დედა გახდა. როგორც რუსული პრესა წერს, მას და მის ახალგაზრდა მეუღლეს ვასილი ბროვკოს ვაჟი ეყოლათ სუროგატი დედის მეშვეობით.
ჯერჯერობით წყვილს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ისინი ერთად არიან 9 წელია. პირველი მეუღლისგან თინას ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს - მელანია და ლეონტი.