თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

მისი თქმით, ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 5,000-ზე მეტი სამიზნე, ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო დრონებით თავდასხმები - დაახლოებით 85%-ით.

ლევიტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის არმია ახლა „ირანის სარაკეტო წარმოების ინფრასტრუქტურის დემონტაჟზე“ გადადის.

„ჩვენმა საოცარმა B-2 ბომბდამშენებმა ცოტა ხნის წინ ათობით შეღწევადი ბომბი ჩამოყარეს ღრმად განთავსებულ სარაკეტო ობიექტებზე“, - აღნიშნა ლევიტმა.