თალიბანმა ოპიუმის დასამზადებლად ყაყაჩოების კულტივაცია აკრძალა

ავღანეთ ყაყაჩო

ავღანეთის ახალმა მთავრობამ ქვეყანაში ნარკოტიკების დამზადება აკრძალა.

3 აპრილს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ხაშხაშის ნარგავებს დაწვავენ, ხოლო ფერმერს, ვინც მას მოიყვანს, დასჯიან შარიათის კანონით.

„თუკი ვინმე კანონს დაარღვევს, მოსავალი მაშინვე განადგურდება, დამრღვევს კი მოექცევიან შარიათის კანონის მიხედვით“, - აცხადებს თალიბანი.

ავღანეთი მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე დიდი მწარმოებელია. იქ ოპიუმის გლობალური პროდუქციის, დაახლოებით, 85% მზადდება.

გაეროს ანგარიშით, ავღანეთში ოპიუმით მიღებული შემოსავალი 2021 წელს $1.8- მილიარდიდან $2.7 მილიარდამდე იყო. თუმცა, გაცილებით დიდი მოგება რჩებოდა ქვეყნის გარეთ, იქ სადაც ოპიუმის ექსპორტი ხორციელდებოდა.