სტარმერის განცხადებით, მთავრობაში არსებული საბიუჯეტო უთანხმოების მიუხედავად, ის გადადგომას არ აპირებს

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მთავრობაში თავდაცვის საბიუჯეტო ხარჯებთან არსებული უთანხმოების მიუხედავად, ის გადადგომას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან განცხადება პირველად გააკეთა მას შემდეგ, რაც გუშინ თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი თანამდებობიდან გადადგა.

სტარმერმა BBC-თან ინტერვიუში უარყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მან მთავრობაში ავტორიტეტი დაკარგა. მისი თქმით, ის პრემიერის სავარძლის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

„გადადგომას არ ვაპირებ“, - განაცხადა სტარმერმა.