სომხური მედია: სომხეთის ხელისუფლება აპირებს, მალე გაიყვანოს რუსი მესაზღვრეები თურქეთის საზღვარზე მდებარე ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან

რუსი მესაზღვრეები თურქეთის საზღვარზე

სომხეთის ხელისუფლება აპირებს, მალე გაიყვანოს რუსი მესაზღვრეები თურქეთის საზღვარზე მდებარე ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაცემის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დროშის ბოძიც კი აღმართულია. ამჟამად თურქეთისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სხვა წყაროების ცნობით, თურქულმა მხარემ მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად მშენებლობა უკვე დაიწყო.

სომხური მედიის თანახმად, ერთი მხრივ, თურქული მხრიდან მშენებლობის დაწყება და მეორე მხრივ, ახურიკის მოსალოდნელი გამოყენება საზღვრის უახლოეს მომავალში გახსნის სერიოზულ განზრახვაზე მიუთითებს.