რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სარჩელის გაუქმების თაობაზე ტელეკომპანია „ბიბისი“ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
სარჩელი დაკავშირებულია დონალდ ტრამპის გამოსვლის რედაქტირებასთან, რომელიც BBC Panorama-ს დოკუმენტურ ფილმში მოხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ თვეს ფლორიდის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „ბიბისი“ ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი კომპენსაციის სახით ხუთ მილიარდ დოლარს ითხოვს.
სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, „ბიბისი“ ამტკიცებს, რომ ფლორიდის სასამართლოს არ აქვს მასზე იურისდიქცია და დონალდ ტრამპმა პრეტენზია ვერ დაასაბუთა.
მაუწყებელი ასევე აცხადებს, რომ პროგრამა არ გავრცელებულა აშშ-ში და პრეზიდენტმა ვერ დაამტკიცა რეალური ზიანი, რადგან ის ხელახლა აირჩიეს და ფლორიდაში დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა.
ცნობისთვის, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული. „ბიბისიმ“ ბოდიში მოუხადა დონალდ ტრამპს რედაქტირების გამო, მაგრამ უარი თქვა კომპენსაციის გადახდაზე.