1768248959
წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 14 საათით, ნაწილს კი 12 საათით შეუწყდება.
„საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქ. N1ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 1/12/2026 22:00 საათიდან 1/13/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ალექსანდრე ბასილაიას ქუჩებს, ალექსანდრე ბასილაიას I და II შესახვევებს, ბახტრიონის ქ. N30.
დღეს 1/12/2026 საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქ. N5-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 1/12/2026 22:00 საათიდან 1/13/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიხეილ ასათიანის, სერგო ზაქარიაძის N 2, 4, 6, 8 და ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.











