რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროცესზე ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა