წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1787682981
პოლიციამ სლოვაკეთში უპილოტო საფრენი სისტემების მწარმოებელ ქარხანაში დაგეგმილი ხანძრის გაჩენის მცდელობა აღკვეთა და სამი უცხოელი დააკავა.
პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილი სლოვაკეთში და ერთი გერმანიაში დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, ქარხანაში არსებულ ქონებას ზიანი არ მიადგა, ამასთან არ არიან დაშავებულები. ხანძრის გაჩენის მცდელობის დროს შენობაში 70 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით აალებადი ნარევი, ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კამერა და ხელით დაწერილი გეგმა.