ღვიძლის ტოპ 3 მტერი! – რას ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კახა ქაშიბაძე
1787685391
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტე ნაღმებისგან სრულად გაწმინდეს.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი ამოღებული და/ან აფეთქებულია.
„ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი ან ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემატურად განადგურდება. კოსმოსური ძალების მეშვეობით ჩვენ ვაკვირდებით ჰორმუზის სრუტის ყოველ კვადრატულ მეტრს, ისევე, როგორც პიკექსის მთას და უკვე განადგურებულ სხვა სამ ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსების მიმართ მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც სრულად არის ამოქმედებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.