ღვიძლის ტოპ 3 მტერი! – რას ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კახა ქაშიბაძე
1787685391
კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ჰარინგტონი, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.
„სანამ ჰოგვორტსში მეორე წელს დავიწყებთ, განრიგის გამო მცირე ცვლილება გვაქვს: გილდეროი ლოკჰარტის როლს ქით ჰარინგტონი მოირგებს“, - ნათქვამია „ჰარი პოტერის“ ოფიციალურ Instagram-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეორე სეზონი ჯეი კეი როულინგის წიგნების სერიის მეორე ნაწილის - „საიდუმლო ოთახის“ ადაპტაცია იქნება, რომელიც ჯადოქრობის სკოლაში ჰარი პოტერის სწავლის მეორე წელს აღწერს.
ბესტსელერი წიგნების ახალ სერიალურ ადაპტაციაში მთავარ როლებს ასრულებენ: დებიუტანტი დომინიკ მაკლაფლინი, ალასტერ სტაუტი და არაბელა სტანტონი. „ოსკარზე“ ნომინირებული მსახიობი ჯონ ლითგოუ ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლზე დამტკიცდა,ნიკ ფროსტი კი მეტყევე რუბეუს ჰაგრიდის როლზე.