ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული პოზიტიური პასუხებიც.
მისივე თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ურთიერთობებში წინსვლა შესაძლებელი იქნება. როგორც რუბიომ აღნიშნა, „შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“.
რაც შეეხება ჯო უილსონის კითხვას, მან მარკო რუბიოს ჰკითხა: „თქვენ მიაღწიეთ ისტორიულ ერთიანობას ახლო აღმოსავლეთში, სადაც ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა, მხარს უჭერს ამერიკის ძალისხმევას ირანისა და მისი ბირთვული შესაძლებლობების წინააღმდეგ. ევროპაშიც, ნატო და ევროკავშირი ისე არიან გაერთიანებული, როგორც არასდროს, თავდაცვის ხარჯების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, პრინციპით – „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რაც საბოლოოდ უკრაინის გამარჯვებასა და ომის დამნაშავე პუტინის დამარცხებას ემსახურება. ამ კონტექსტში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სამხრეთ კავკასია, სადაც დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ე.წ. ტრამპის მარშრუტის ფარგლებში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მიაღწიეთ. ეს მართლაც დიდი მიღწევაა, თუმცა პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელსაც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას რეგიონში. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, ისინი ხელს უწყობენ ისლამურ რევოლუციურ გვარდიას და გვერდს უვლიან თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ შეჩერდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაცია, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს?“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კითხვაზე ასეთია: „საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული შეშფოთების საგანია. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ, რას მოითხოვს ეს და რისი შესრულება იქნება საჭირო. მათგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მივიღეთ. ამიტომ, იმედია, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს?“ ჩვენ მათ ამაზე პასუხი გავეცით და ვიმედოვნებთ, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და, შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა მარკო რუბიომ.