საკონსულო მომსახურებისათვის დადგენილი საფასური მცირდება - საქართველოს საელჩო საფრანგეთში

საქართველოს საელჩო საფრანგეთში

საქართველოს საელჩო საფრანგეთში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ 1-ლი მაისიდან დაინტერესებული პირებისთვის საკონსულო მომსახურებისათვის დადგენილი საფასური მცირდება.

„ძვირფასო თანამოქალაქენო,  გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1-ლი მაისიდან მცირდება საკონსულო  მომსახურებისათვის დადგენილი საფასური. კერძოდ: სრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის საფასური შეადგენს - 44.67 ევროს, არასრულწლოვანთათვის (18 წლამდე), ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე პირები) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის საფასური შეადგენს - 22.33 ევროს, საფასური განქორწინების რეგისტრაციისათვის შეადგენს- 22.33 ევროს, საფასური სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაციისათვის შეადგენს - 22.33 ევროს.“ - ნათქვამია განცხადებაში.