ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
1769708612
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟან-ნოელ ბარომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას.
„წელს განსაკუთრებით მკაცრი ზამთარია. ჩანს, რომ რუსეთის მიზანია ნამდვილი ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირება“, - აღნიშნა ბარომ.
მან ასევე შეახსენა კოლეგებს, რომ გასულ პარასკევს პარიზში, საფრანგეთის თავმჯდომარეობით გამართულ G7-ის შეხვედრაზე, უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე განმეორებითი დარტყმები იმის დასტურია, რომ კრემლი მშვიდობისთვის მზად არ არის.
ბაროს განცხადებით, პუტინი კვლავ არ აპირებს „კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში“, რაც ცეცხლის შეწყვეტამდე და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიიყვანდა მხარეებს.