მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
საფრანგეთის ქალაქ ლანსში, სკოლის მოსწავლეების აქციაზე 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა, – ამის შესახებ პა-დე-კალეს დეპარტამენტის პრეფექტმა, ფრანსუა ლაუხმა განაცხადა.
მისი თქმით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ლილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გვყავს ერთი მოსწავლე, რომელიც დემონსტრაციის დროს მძიმედ დაშავდა. 15 წლის მოსწავლემ ხელი დაკარგა. საბედნიეროდ, მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის. ძალიან სწრაფად გადავიყვანეთ ლილში“, – აღნიშნა ფრანსუა ლაუხმა.
მოზარდთან დაკავშირებული შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. ფრანგულ მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. „ფრანს პრესი“ პოლიციის პროფკავშირის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 15 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარა აიღო და ხელში აუფეთქდა. გაზეთი La Voix du Nord-ი კი ერთ-ერთ მოსწავლეს ციტირებს, რომლის თქმითაც, მოზარდს ყუმბარა არ აუღია. თავად პა-დე-კალეს პრეფექტმა გარემოებებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიციას არასრულწლოვნების მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიცია მოსწავლეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ცნობისთვის, საფრანგეთში სკოლების მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.