საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრო: მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ თითქმის 8 000 ადამიანი დააკავა

საფრანგეთი

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ თითქმის 8 000 ადამიანი დააკავა.

სამინისტროს მონაცემებით, სულ აღრიცხულია დაკავების 7 950 ფაქტი, რომელთა 85%-ს არასრულწლოვნები შეადგენენ.

გარდა ამისა, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 26 პირს, რომელთა უმრავლესობა (65%) სრულწლოვანია.

✕