რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის 2 ომში ერთად - ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი

"რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის 2 ომში ერთად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

"რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად, მაგრამ რეალურ დანაკარგებს თავიანთ საზოგადოებას უმალავენ.

მათ მობილიზაციაც კი დამალეს და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს, სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია. სინამდვილეში ისინი აგრძელებენ ხალხის შეკრებას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ასევე, ჩვენს ოკუპირებულ მიწებზე, რათა ისინი სიკვდილისთვის გაიმეტონ.

ეს არის თანამედროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორედ ასეთივე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის", - აცხადებს ზელენსკი.