1764786044
რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და არა პირიქით, კონფლიქტის გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს - ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოუწოდებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს, ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებების დროს არ დაივიწყონ საერთაშორისო სამართლის პრინციპები.
გუტერეშის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და კონფლიქტის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართალსა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას უნდა შეესაბამებოდეს.
„ასე იქნება? ალბათ არა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ გადაწყვეტისგან. პირველ რიგში, სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და არა პირიქით. მეორე, კონფლიქტის გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს, რაც ნიშნავს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ამ წესების დარღვევა უკიდურესად საშიშია, რადგან მთელ მსოფლიოში, ყველგან, ადამიანები იგრძნობენ, რომ შეუძლიათ, გააკეთონ ის, რაც სურთ, რადგან საერთაშორისო სამართალს აღარ აქვს მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების დასრულებისას ეს პრინციპები დაცული იქნება, მაშინაც კი, თუ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება“, – განაცხადა გუტერეშმა.












