პროკურატურა კადრებს აქვეყნებს, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ფიგურირებენ
1770722243
რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინას 80 გენერატორი გაუგზავნა, რათა მოსახლეობას მძიმე ზამთრის პირობებში გადარჩენაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
სამი სატვირთო მანქანა რომში მდებარე წმინდა სოფიას ბაზილიკიდან, უკრაინული ეკლესიიდან, გაიგზავნა და უკვე კიევში ჩავიდა.
როგორც მედია წერს, უკრაინაში გენერატორებთან ერთად ათასობით მედიკამენტიც გაიგზავნა, მათ შორის ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ვიტამინები.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი ბოლო თვეებში თავდასხმას უკრაინის ენერგოობიექტებზე ახორციელებს. ამის გამო ბევრი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.