ილია ვერძაძე: ფასების დარეგულირება საბაზრო მექანიზმებით არის შესაძლებელი

ილია ვერძაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" ილია ვერძაძე პრემიერის განცხადებას ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჩართულობაზე განცხადებას ეხმაურება.

,,ფასების დარეგულირება საბაზრო მექანიზმებით არის შესაძლებელი. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს როგორც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების გზით, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოყვანით, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით. ამ გზით შესაძლებელია სასურსათო ბაზარზე საფასო პოლიტიკის ფორმირებაში ჩართულობა“, - აღნიშნავს ილია ვერძაძე.