როდის უნდა დააძინოთ ბავშვი, ღამე რომ მშვიდად ეძინოს - ამერიკელი პედიატრის რჩევა მშობლებს

ძილი

სერტიფიცირებული ამერიკელი პედიატრის, ოთამის თქმით, თუ ბავშვებს 17:30-18:00 საათის შუალედში დააძინებთ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში მშვიდად იძინებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„როდესაც მშობლებს ამას ვეუბნები, პირველი რასაც ვხედავ, მათი გაოცებული თვალებია. 

„ოთამ, ასე ადრე ბავშვის დაძინება საშიშია" ,- ხშირად მეუბნებიან ისინი. 

მესმის მათი. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბავშვებს ადრე დააძინებენ, პატარები დილით ადრე გაიღვიძებენ. 

თუმცა, ეს ასე არ არის. 

ხშირ შემთხვევაში ბავშვის ადრე დაძინება, მთელი ღამის განმავლობაში მათ მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. 

თუმცა, ამ მეთოდს ყოველთვის არ უნდა მიმართოთ და ყოველდღიურ რუტინად არ უნდა აქციოთ. 

დააძინეთ ბავშვი 17:30-18:00 საათის შუალედში, თუ:

  1. მათ ძილის რეჟიმი არეული აქვთ
  2. თუ შეატყობთ, რომ ძალიან ადრე ეღვიძებათ
  3. თუ დღის განმავლობაში მათ ძალიან ცოტა ხანს ეძინათ",- ამბობს ამერიკელი პედიატრი.