„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი: ახალი გაუთავებელი ომი ახლო აღმოსავლეთში არ გვჭირდება

ტიმ ბურჩეტი

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ტიმ ბურჩეტმა ისრაელსა და ირანს შორის ესკალაციის ფონზე აშშ-ის ადმინისტრაციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ახალი გაუთავებელი ომი ახლო აღმოსავლეთში არ გვჭირდება“, - განუცხადა კონგრესმენმა CNN-ს.

„მოხუცები იღებენ გადაწყვეტილებებს, ახალგაზრდები კი იღუპებიან – ეს ომის ისტორიაა“, - აღნიშნა მან.

ბურჩეტმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის „ძალიან მცირე“ ჩართულობა სურს.

„ჩვენ ისრაელს წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს და სხვა სამხედრო აქტივებს ვაძლევთ. ვფიქრობ, მათ უნდა მივცეთ უფლება, თავად აწარმოონ ეს ბრძოლა“, - დასძინა მან.