„25 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა...“ - ცნობილია, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენი

მკვლელობა ისანში

გასულ წელს, ისანში კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც 37 წლის თემურ აივაზიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაჩენი გამოაცხადა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გ.მ-ს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი. 

ბრალდებულის უფლებადამცველის გოგა ბოგვერაძის თქმით, მოსამართლემ ბრალდებული გ.მ უდანაშაულოდ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში და იარაღის ჯგუფურად უკანონო ტარებაში.

საქმეზე დაკავებულს 13 წელი მიუსაჯეს.