„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
იყო დრო, როცა მოდელი და კარდაშიანთა "კლანის" უმცროსი წევრი, კაილი ჯენერი, ყველანაირი პლასტიკური პროცედურის ჩატარებას უარყოფდა, თუმცა ეს დრო წარსულს ჩაბარდა და კაილი თავის საიდუმლოებს უკვე ტიკტოკზეც აზიარებს.
ტიკტოკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლატფორმაზე ვიდეო განათავსა, სადაც იმ იმედით, რომ ხმას კაილი ჯენერს მიაწვდენდა, სუპერვარსკვლავს მკერდის ოპერაციის დეტალებს ეკითხება: "კონკრეტულად რა მოითხოვე, როცა მკერდის გასაკეთებლად მიხვედი? შენი მკერდი ყველაზე იდეალურად და ბუნებრივად გამოიყურება."
ყველასთვის გასაოცრად, ვიდეომ ადრესატამდე მართლაც მიაღწია — კაილი ჯენერი ვიდეოს კომენტარებში გამოეხმაურა და მკერდის აუგმენტაციის საკუთარი "რეცეპტი" გაამხილა — "445 cc, საშუალო ზომის პროფილი, დუალურ პლანზე მოთავსება, სილიკონი, ექიმი გარტ ფიშერი. იმედია, დაგეხმარება!" — დაწერა კაილიმ.
როგორ "იშიფრება" კაილის მითითებები?
კაილის მითითებები მისი მკერდის ზომას, ფორმასა და განლაგებას აღნიშნავს. "445 cc" ნიშნავს იმას, რომ ჯენერს 445 კუბური სანტიმეტრის მოცულობის იმპლანტი აქვს გაკეთებული, რაც საკმაოდ დიდი ზომაა.
"საშუალო ზომის პროფილი" — ეს ზომიერად წამოწეულ ფორმას ნიშნავს, რაც ჯენერის მკერდს ბუნებრივ იერს აძლევს;
"დუალურ პლანზე მოთავსება" — კაილი გულისხმობს, რომ იმპლანტი ნაწილობრივ მოთავსებულია კუნთის ქვეშ, რაც შედეგის უფრო ბუნებრიობას უზრუნველყოფს;
კაილიმ ასევე თქვა, რომ მისი იმპლანტი სილიკონისაა და კალიფორნიაში ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გარტ ფიშერის ხელწერას ეკუთვნის.
კაილის პლასტიკურ პროცედურებზე ხმამაღლა არაერთხელ უსაუბრია. რეალითი შოუში The Kardashians, რომელიც კარდაშიანების ოჯახზეა, კაილიმ თქვა, რომ მკერდის ოპერაცია 19 წლის ასაკში გაიკეთა, რასაც ახლა ნანობს.
კაილიმ განსაკუთრებით ემოციურად გამოხატა შიში იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოეხდინა მის ამ ნაბიჯს მის ქალიშვილზე, სტორმიზე. მან აღნიშნა, რომ სურს, მისმა შვილმა "შეიყვაროს საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის."