1750246026
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
საქართველოდან გაძევებულ იქნა: სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის - ჯამში 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479