აშშ-ში ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს - კადრები მედიაში ვრცელდება

ალიგატორი

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს BBC ავრცელებს.

პოლიციამ დაადგინა, რომ ალიგატორის მფლობელს, ის ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინის ზოოპარკში გადაჰქონდა, რა დროსაც რეპტილიამ გაქცევა შეძლო.

ოფიციალური პირების ცნობით, ალიგატორი და მისი მფლობელი შტატიდან გააძევეს.