ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1750278256
ბეღურები ჩვენი სახლის მახლობლად ყოველდღე ჩნდებიან. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ქალაქში, თუ სოფლად, მათი სიახლოვე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ, ამის მიუხედავად, უმრავლესობამ, მათ შესახებ, ბევრი არაფერი ვიცით!
ბეღურები და საინტერესო ფაქტები ამ პატარა და საყვარელი ფრინველების შესახებ, რომლებიც ზაფხულში ჩვენთან არიან და არც ზამთარში გვტოვებენ. «პატრიოტები», თუ „ზარმაცები“ — რატომ არ მიფრინავენ ეს ფრინველები თბილ ქვეყნებში?
ფრენის დროს, ფრინველის გულისცემა წუთში, დაახლოებით, ათასი დარტყმის ტოლია. შედარებისთვის, ჩვენი გულისცემა, სირბილის დროს, წუთში მხოლოდ 140 დარტყმაა.
ბეღურას კისერში, ჟირაფზე 2-ჯერ მეტი –14 მალა აქვს! საშუალოდ, 30 გრამს იწონის. ხოლო, მისი ტვინის მასა 1 გრ-ს ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველებს შორის, სხეულის მასასთან თანაფარდობით, ბეღურას ყველაზე დიდი ზომის ტვინი აქვს! არსებობენ ჯუჯა ბეღურებიც, რომელთა მასა 10-12 გრ-ს არ აღემატება.
თუ ფრინველს კისრის მიდამოში მუქი ლაქები აქვს და ნაცრისფერი «ქუდი ახურავს» — ის მამრია, ხოლო ერთნაირად ნაცრისფერ-ყავისფერი შეფერილობის ფრინველი — მდედრია.
ბეღურას 2 დღეზე მეტ ხანს შიმშილი არ შეუძლია, რადგან ფრენა და სხვა აქტივობები დიდი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს.
რატომ არ მიფრინავენ ისინი თბილ ქვყნებში?
ჰაერში დიდი ხნის მანძილზე ყოფნა არ შეუძლიათ. ბეღურებისთვის ფრენის კომფორტული დროის პერიოდი 15-20 წთ-ს შეადგენს. ამის შემდებ, მათ დასვენება და ამოსუნთქვა ესაჭიროებათ.
24 სთ-ში ბეღურას, ფრენით, 50-100 კმ-ს დაფარცა შეუძლია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ბინადრობისთვის ის პატარა, მყუდრო ადგილებს ირჩევს, სადაც საკვების შოვნის შანსი ექნება.
ცხოვრების მრავალფეროვნება და ევოლუციური პროცესები ხშირად სასწაულებრივ რამეებს გვიჩვენებს, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ავსტრალიური ჭინჭრაქების (Malurus cyaneus) კვლევით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედა ბეღურები ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ბარტყებს უგალობენ, რაც განუზომელ მნიშვნელობას ანიჭებს მათ განვითარების პროცესს.
რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა Malurus cyaneus-ის სახეობის ავსტრალიურ ჭინჭრაქაზე დაკვირვებისას უჩვეულო რამ შენიშნეს — დედა ბეღურები ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ნაშიერებს უგალობდნენ. საერთო საბუდარში მყოფი ბარტყები მშობლებისგან საკვებს ერთნაირი ხმიანობით ითხოვდნენ, რომელიც დედის “სიმღერას” ძალიან ჰგავდა... სრულად