1774968600
რა არის ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო - რა აჩვენა 88 წლიანმა კვლევამ
რა არის ბედნიერება - ეს ის კითხვაა, რომელიც არაერთხელ დაგვისვამს. სწორედ ამის გარკვევა სურდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებსაც. მათ საინტერესო კვლევა 1983 წელს დაიწყეს და ის დღემდე გრძელდება.
მკვლევრებმა ერთმანეთს ორი ჯგუფი შეადარეს: , ჰარვარდის სტუდენტების პრივილეგირებული ჯგუფი (მათ შორის ჯონ ფ. კენედი, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა) და მეორე, დიდი დეპრესიის დროს ბოსტონის ერთ-ერთი უღარიბესი უბნის მოზარდების არაპრივილეგირებული ჯგუფი.
აღმოჩნდა, რომ ბედნიერი და შინაარსიანი ცხოვრების საუკეთესო განმსაზღვრელი ფაქტორები არ იყო სიმდიდრე, პოპულარობა, შრომისმოყვარეობა, ინტელექტი ან თუნდაც „კარგი" გენები.
დაახლოებით 30 წლის წინ, მკვლევრებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს ადამიანის პირად ურთიერთობებსა და იმას შორის, თუ რამდენად კარგად ვგრძნობთ თავს ჩვენს ცხოვრებაში.
კვლევას არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ურთიერთობები ცალსახად გვაბედნიერებს ან ჯანმრთელობას გვიუმჯობესებს, მაგრამ ამის ნიშნები ნამდვილად ბევრია.
კვლევის ამჟამინდელმა ხელმძღვანელის,, ფსიქიატრის, რობერტ უოლდინგერის თქმით, ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან კავშირი, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივ, ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას განაპირობებდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედნიერი ურთიერთობები ერთგვარი დამცავია სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ.











