არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინა სასამართლო სხდომის მოლოდინშია.
საქმის პროკურორის, მარიამ გიგაურის განმარტებით, აღნიშნული ეპიზოდი ჩადენილია მანამ, სანამ 2025 წლის 29 ნოემბერს მოხდებოდა ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტი.
მისი თქმით, მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება და წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილი მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტს.
"აღნიშნული ეპიზოდი ჩადენილია მანამ, სანამ 2025 წლის 29 ნოემბერს მოხდებოდა ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია, წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტს. გამოკითხული არიან მოწმეები. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალის წარდგენა. თავდაპირველად ვინაიდან ცეცხლის წაკიდება მოხდა, გამოძიება დაიწყო აღნიშნული მუხლით, თუმცა როდესაც გამოიკვეთა ტერორისტული აქტის მიზანი, რაც აუცილებელია დასადგენად, მაშინვე მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და შემდგომში, გამოძიების გაგრძელება", - განაცხადა პროკურორმა მარიამ გიგაურმა.
საგამოძიებო უწყება "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება. საუბარია 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.
ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.