აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ყვარელში მომხდარ ავარიას, 52 წლის პოლიციელი, ინგა (ნინო) ყაველაშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ აფენიდან იყო და ყვარლის პოლიციაში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა. ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
სახლში 33 ძაღლი ჰყავდა. საკუთარი სახსრებით ააშენა მათთვის თავშესაფარი. პოლიციის ეზოშიც 7-8 ძაღლი ჰყავდა, ტრასებზეც აპურებდა უამრავ ცხოველს.
სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი იწერება გარდაცვლილ ქალ პოლიციელზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ძალიან კარგად იცნობდა, ის პოპულარული იყო სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით კარგად გაიცნეს მოშინაურებული ენოტის, "ცაცუს" გამო, რომელიც ძალიან პატარა იყო, როცა მან შეიფარა. სრულიად უმწეო პატარას საწოვარათი ჭამა ასწავლა და ასე იქცა მის შვილობილად.
" კისერში ჩასმული დაჰყავდა ლუნა, სანამ ავად იყო. ნინოსნაირი ადამიანები ერთეულები არიან, ჩვეულებრივ ადამიანურ შესაძლებლობებს რომ სცდება..ნინოს გარდაცვალებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ სამყაროს არაკანონზომიერებაში, სხვანაირად როგორ შეიძლება ნინოსნაირი საჭირო ადამიანები ასე უდროოდ მიდიოდნენ.. რამდენი შეუსრულებელი გეგმა, გადარჩენილი სიცოცხლე გაიყოლა ნინომ . ნინო დედამიწის დანაკლისია..." - წერენ სოციალურ ქსელში,