აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
გიორგი გოჩოლეიშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჰამბურგში დაბრუნდა და ვარჯიშის გამართვაც მოასწრო. BILD-ის ინფორმაციით, ლიეტუვასთან მატჩიდან 22 საათის შემდეგ გოჩოლეიშვილი უკვე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იყო და მისმა დამოკიდებულებამ „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის ქება დაიმსახურა.
ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა უფლება დაესვენა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში აირჩია. გერმანული კლუბის თავკაცი, მერლინ პოლცინი, ამ თემაზე BILD-ს ელაპარაკა და გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„გიორგის ვესაუბრე. მან თქვა, რომ ვარჯიში ძალიან უნდოდა, რადგან სანაკრებო შეხვედრებში ბევრი არ უთამაშია. მის ნაკრებში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იასპარეზეს, რომლებმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრები ახლახან ჩაატარეს...“