ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა - აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა

ბულვარი

ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა. 

ამ ეტაპისათვის, ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით, სამშენებლო ნარჩენების გატანა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ტერიტორიის სრულყოფილი მოწესრიგება განხორციელდება. ბულვარის იერსახის გაუმჯობესებისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგების მიზნით, უსახური და უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება.