დააკავეს მამა, რომელმაც 11 თვის ვაჟი ცოცხლად დამარხა
1774976537
რუსთაველი ცეკვის მასწავლებელი ანა ბერუაშვილი პოდკასტში „ვეძებ“ საკუთარ მძიმე ბავშვობაზე საუბრობს — სიღარიბეზე, ოჯახურ და სექსუალურ ძალადობაზე, მინდობით აღზრდაში გადასვლასა და დების მხარდაჭერაზე.
„მოძალადე ოჯახში ვიყავი, ფაქტიურად, ბავშვების იქ ცხოვრება ძალიან წარმოუდგენელი იყო... დღევანდელი თვალით რომ ვუყურებ, უფრო მიჭირს, მაშინ მაინც პატარა ვიყავი და რაღაცებს ვერ აღვიქვავდი...
ერთ დღეს ბიძამ იძალადა ფიზიკურად, იმიტომ, რომ სამ დას შორის მე ყველაზე მეტად ვგავდი დედაჩემს და აჩემებული ვყავდი. წავედი სკოლაში, რომ ნახეს დალურჯებები, მასწავლებელმა ძალიან დიდი რეაგირება მოახდინა, სოციალური მუშაკები ჩაერივნენ, მალაპარაკეს და მოვყევი, რომ სახლში სვამდნენ, ოჯახში ჩხუბი იყო, სულ პოლიცია, მოკლედ, ძაან აჟიოტაჟი იყო ჩემს სახლში.
სოციალური მუშაკები ჩაერივნენ და დაიწყო ჩემი მინდობით აღზრდაში გადაყვანა.