წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ „გაკვირვებულია“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკით, რომელიც საფრანგეთის მიერ თავის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის აკრძალვის დაწესებას მოჰყვა.
პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ საფრანგეთის პოზიცია ირანში ომის დაწყებისთანავე აშკარა იყო.
„ჩვენ გაკვირვებული ვართ ამ ტვიტით. საფრანგეთმა კონფლიქტის პირველივე დღიდან არ შეცვალა თავისი პოზიცია და ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთი არ უშვებდა ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო მარაგით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიის თავზე.
„საფრანგეთი უკიდურესად უსარგებლო იყო „ირანის ჯალათის“ წინააღმდეგ დახმარების კუთხით, რომელიც წარმატებით განადგურდა! აშშ დაიმახსოვრებს!!!“, – დაწერა ტრამპმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფრანგმა სამხედროებმა 5 მარტს განაცხადეს, რომ საფრანგეთი ამერიკულ თვითმფრინავებს ფრანგული ბაზების გამოყენების ნებართვას არ მისცემს, თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ირანზე თავდასხმებში, მაგრამ ამას „დროებით დაუშვებენ“, თუ მხარს დაუჭერენ რეგიონში საფრანგეთის მოკავშირეების დაცვას.