1774906632
ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა - რას წერს სკოლის დირექტორი
ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. პატარა ანდრიამ დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მე-4 კლასელი ბიჭის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ოპერაცია, არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, წარმატებით დასრულდა. მოზარდი, რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება.
„მადლობა უფალს... რაც სიკეთე უკეთებია მის მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს და ჩვენ (მასწავლებლებს), ყველა ერთიანად უკან დაგვიბრუნა“ - წერს სოციალურ ქსელში ანდრიას სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა და ფოტოს აქვეყნებს.










