გამოწვეულია თუ არა ხელების დაბუჟება თრომბით - გიორგი ღოღობერიძის განმარტება
1747936345
ბრიტანეთში ქალი გასახდომი ინექციის მიღების შედეგად ინტენსიურ განყოფილებაში მოხვდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, შინაგანი დაზიანებები გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციამ დააკავა სამი ქალი, რომელიც პრეპარატებს ხალხს აძლევდა.
პოლიციის ცნობით, ოფიცრებს ქალის მდგომარეობის შესახებ პირველად 7 მაისს შეატყობინეს, მაგრამ საჯაროდ არ გაამხილეს პრეპარატის დასახელება. პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალი საავადმყოფოდან გაწერეს. პოლიციის ცნობით, სელბის რაიონიდან სამი ქალი დააკავეს.
საპოლიციო გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
პოლიციამ ხალხს მოუწოდა, დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევები წონის დაკლების პროდუქტების უსაფრთხო გამოყენების შესახებ. ინციდენტის შემდეგ, NHS Humber-ისა და North Yorkshire Integrated Care Board-ის (ICB) მთავარმა ფარმაცევტმა, ლორა ანგუსმა, განაცხადა: „მედიასა და სოციალურ მედიაში დიდი ყურადღება მიიპყრო ამ ე.წ. „სკინი იაბებმა“, მაგრამ როგორც ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში, რომელიც შეძენილია ლეგიტიმური მიწოდების ჯაჭვების გარეთ, შემცველობა შეიძლება არ ემთხვეოდეს ეტიკეტზე მითითებულ ინგრედიენტებს“.
მან დასძინა: „თუ ასეთ პროდუქტებს იყენებთ, შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოთ. თუ წონის დაკლების წამლის შეძენაზე ფიქრობთ, გთხოვთ, ჯერ ჯანდაცვის სპეციალისტს მიმართოთ.