გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალ კანონს მოაწერა ხელი, რითაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო გაართულა.
რუსული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების გამართვა აიკრძალება ისეთ ადგილებთან ახლოს, როგორებიცაა: სამთავრობო შენობები, უნივერსიტეტები, სკოლები, ეკლესიები, აეროპორტები და პორტები, რკინიგზის სადგურები და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.
მანამდე აქციების გამართვა პრეზიდენტის რეზიდენციებთან, სასამართლოებთან, ციხეებთან და საგანგებო ოპერაციულ სამსახურებთან ახლოს იყო აკრძალული.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, ორშაბათს პუტინმა თითქმის 50 კანონს ხელი მოაწერა.