პუტინი: ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას

პუტინი

ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს პეკინის ენერგომომარაგება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„რუსეთი და ჩინეთი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების ერთგულნი არიან. ორივე ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილიზაციის როლს ასრულებს“, – განაცხადა მან.