პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში - კეროლაინ ლევიტი

კაროლინ ლევიტი

პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების პოზიციაშია, ის არ ამბობს, რომ ირანული რეჟიმი თავად გამოვა და იტყვის ამას. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანის საფრთხეებს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი. შემიძლია ცარიელი მუქარა გავაჟღერო, მაგრამ თუ ქმედებებით არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარაა. ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდესაც აღარ წარმომადგენენ ანგარიშგასაწევ და პირდაპირ საფრთხეს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისადმი“, - განაცხადა ლევიტმა.