პრემიერმა ვიქტორ ორბანმა გამარჯვება ტელეფონით მოგვილოცა - პიტერ მაგიარი

 პიტერ მაგიარ

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეფონით გამარჯვება მიულოცა.

„პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეფონით მოგველოცა გამარჯვება“, - წერს მაგიარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 60 %-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 136 მანდატს მიიღებს.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდა.

პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.