მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

საფლავების კურთხევა

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსების სპეციალური, უფასო მარშრუტები დაინიშნა.