პორტუგალია რუსი ტურისტების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს

ვიზა

პორტუგალია რუსი ტურისტების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს და ეწინააღმდეგება, ამის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შესაბამისი ინფორმაციის შესახებ წერს უკრაინული მედია.

ოფიციალურ ლისაბონში აცხადებენ, რომ აუცილებელია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისა და რუსული არმიის გამიჯვნა.

„სანქციების მთავარი მიზანი რუსული სამხედრო მანქანის დასჯა უნდა იყოს და არა რუსი ხალხის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ხუთმა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა, ესენია: ესტონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი,  ფინეთი  და  დანია. სიის პირველმა ქვეყანამ უკვე რეგულაცია დააწესა.