მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა. ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF 24 იუწყება.
ცვლილებები მოლაპარაკებების ორ მიმართულებას - სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტს ეხება, რომელთა გახსნაც უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე სურს. პოლონური მედიის ცნობით, ახალი დებულებები ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მგრძნობიარე უკრაინული აგროპროდუქციის წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, დოკუმენტში გაწერილია უკრაინული მეურნეობებისთვის დოტაციების გაცემის სპეციალური წესები და გარდამავალი პერიოდი კაბოტაჟისთვის, რაც ქვეყნის შიგნით უცხოელი გადამზიდავების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებს გულისხმობს.
„პოლონეთს კიდევ უფრო დეტალური დამცავი მექანიზმები სურს“, - განუცხადა RMF 24-ს პოლონელმა დიპლომატმა.
მოლაპარაკებების პოზიციის პროექტში აღნიშნულია, რომ „შესაძლოა, საჭირო გახდეს გარდამავალი პერიოდების ან მიზნობრივი სპეციალური გადაწყვეტილებების შემოღება“, რაც უკრაინული მეურნეობებისთვის ევროკავშირის დოტაციებსა და ბაზარზე ყველაზე მგრძნობიარე აგროპროდუქციის დაშვებას შეეხება. საუბარია, კერძოდ, მარცვლეულზე, ფრინველის ხორცზე, კვერცხსა და შაქარზე, თუმცა დოკუმენტში ისინი პირდაპირ დასახელებული არ არის.
ჟურნალისტების შეფასებით, ამ ნაბიჯით ბრიუსელი პოლონეთისა და სხვა წევრი ქვეყნების შეშფოთებას ეხმაურება. 2023 წელს პოლონურ ბაზარზე უკრაინული აგროპროდუქციის დიდი ნაკადის შემოსვლას ადგილობრივი ფერმერების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ უფრო იაფ იმპორტს კონკურენციას ვერ უწევდნენ, რაც საბოლოოდ საზღვრის ბლოკადასა და იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ბრიუსელთან დავაში გადაიზარდა.