პიტ ჰეგსეტმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა

პიტ ჰეგსეტმა ჯილდო გადასცა სამხედროს

აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა.

თეთრი სახლის  პრესმდივნის თქმით, ჰეგსეტმა თომას იგლესიასს პენტაგონში უმასპინძლა, სადაც მას ერთობლივი სამსახურის ქების მედალი „სიამაყით გადასცა”.

„ჩვენ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ. გააგრძელე პატრიოტო“, – დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აშშ-ის არმიის მორიგე სამხედრომ ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა მას შემდეგ, რაც ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის დასრულების შემდეგ მემორიალთან შეკრებილი ჯგუფის ზოგიერთი წევრის სიცილი და საუბარი შენიშნეს.

„ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“ – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჯგუფს.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი მნიშვნელოვანი მემორიალია, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება. მემორიალი ასევე მოიცავს ცარიელ საფლავს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების პატივსაცემად არის მოწყობილი.

✕