13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794510886
ევროკომისიის პრესსპიკერი ტომ რენიე აცხადებს, რომ უკრაინაში „სტარშილდის“ მომსახურების შეფერხების შესახებ ინფორმაციით ევროკომისია შეშფოთებულია და კომპანიას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა სტარშილდის“ მომსახურების გათიშვას განიცდის. ეს ინფორმაცია ღრმად შემაშფოთებელია და თუ დადასტურდება, მიუღებელია“, – განაცხადა რენიემ.
ამასთან, რენიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ SpaceX-მა უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრული მიდგომა უკრაინისთვის მომსახურების მიწოდების მიმართ.
„„სტარშილდის“ მომსახურება სასწრაფოდ უნდა აღდგეს, რათა უკრაინულმა სამხედროებმა შეძლონ კომუნიკაციების შენარჩუნება, მოქალაქეებისა და ტერიტორიის დაცვა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
იქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ„სტარშილდის“ მომსახურების მნიშვნელოვან შეფერხებებს.
„სტარშილდის“ პირველი შეზღუდვები უკრაინაში 2026 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდა. ამან კიევს ხელი შეუშალა რუსული დრონების მოგერიებაში, ასევე სადაზვერვო და დარტყმითი ოპერაციების ჩატარებაში.